რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე ექიმები, სამოქალაქო აქტივისტები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები იმყოფებიან.
აქციაზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილიც.
აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის პირადი პატიმარია.
ექიმები აქციების გამართვას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დასრულებამდე გააგრძელებენ.