მოვისმინეთ უამრავი უტიფრობა და უზრდელობა - თინა ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

'მოვისმინეთ უამრავი უტიფრობა, პირდაპირ ვიტყვი უზრდელობა, უპატივცემულობა სრული პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტში გიორგი გახარიას დღევანდელ გამოსვლას. 

საერთოდ არ ესმის ამ ადამიანს რისთვის არის მოსული, ივანიშვილთან როცა აირბენს, როცა ის დაუძახებს, იმასაც აყვედრის, რომ მასთან მივიდა. დარწმუნებული ვარ, მას ამ ლექსიკით არ ესაუბრება, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ოდნავი ხმამაღალი ან რაღაც არაკორექტული რომ უთხრას, იმ დღესვე მოისვრის მას, როგორც მოისროლა სხვა პრემიერები, - აცხადებს ბოკუჩავა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმითვე, დღეს გვაქვს ოლიგარქიული მმართველობის ანატომია და გვყავს პრემიერმინისტრად გამოცხადებული ტიპაჟი, რომელიც წარმოუდგენელი ლექსიკით საუბრობს საპარლამენტო ტრიბუნიდან, რომელიც ამით, პირველ რიგში, ხალხს შეურაცყოფს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი