
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია შვედეთში - ქართველი ემიგრანტები საქართველოს საელჩოსთან შეიკრიბნენ და მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა და ამბობენ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.
მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციებს ქართველი ემიგრანტები მისი დაკავების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მართავენ. აქცია გაიმართა დღეს ბერლინშიც