ბოლო დღეებში ნათლად გამოჩნდა, რომ დღეს ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული პირები, არამედ ივანიშვილის მიერ გამორჩეული ერთგულების პრინციპით შერჩეული მსახურები მართავენ და ამას აკეთებენ საუკეთესო ბოლშევიკურ სტილში.
ეს კარგად გამოჩნდა 1 ოქტომბერსაც, როდესაც სააკაშვილი დააკავეს. გამოჩნდა რომ ქვეყანას ივანიშვილის პირადი "ტროიკა" მართავს, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია, რასაც ოლიგარქი დაავალებს. ქართული ოცნების სხვა ლიდერები კი მხოლოდ საჯაროდ თავს იტყუებენ თითქოს რაღაცას წყვეტდნენ.
3 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც არჩევნებიც გადააგორეს, ვახტანგ გომელაურმა მიხეილ სააკაშვილის დაკავება პოლიციის მაღალჩინოსნებთან ერთად აღნიშნა. ვახშამი რესტორან ქართულ სახლში შედგა.
სუფრა ქართული ტრადიციული კერძებით იყო გაწყობილი - მწვადი, ხინკალი და ქაბაბი. საზეიმო ვახშამს ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე შალვა ბედოიძე, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ სამარღანიშვილი, მეტსახელად ტყუპი ესწრებოდა.