ღარიბაშვილი კომუნისტებს მისტირის და "ვარდების რევოლუციას" ქვების სროლას უწოდებს - ისტორიის გადაწერის მცდელობა

გამოქვეყნდა:

ღარიბაშვილის ბოლო ეპისტოლე სიძულვილის ენის გარდა, სხვა მხრივაც აღმოჩენა გახდა. ივანიშვილის ერთგული ბიჭი, რომელსაც "ორჯერ არაფრის გამეორება არ სჭირდება", ახლა ისტორიის ფურცლების გადაწერას იწყებს და ამტკიცებს, რომ ვარდების რევოლუცია უახლესი ისტორიის შავი ფურცელი იყო.

ქვეყნის მოქმედი პრემიერი ღიად და საჯაროდ მისტირის კომუნისტების ეპოქას და იმ რეფორმების და პროგრესის გაუფასურებას ცდილობს, რომელიც სწორედ ამ პოლიტიკურმა ფენომენმა მოუტანა ქვეყანას. 

ვარდების რევოლუციამ გაარღვია საბჭოთა ჩაკეტილი წრე, გააჩინა მენტალური მონობიდან გამოსვლის შანსი და იმედი იმისა, რომ  საქართველო უფრო ადრე ვიდრე გვიან, დაუბრუნდებოდა ევროპას და ევროპულ ღირებულებებს.

ალბათ სიმბოლურია, რომ ფერადი რევოლუციის გაფერმკრთალებას სწორედ ის ადამიანი ცდილობს, რომელიც ამ ქვეყნის ყველაზე წარმატებული რეფორმატორის დაჭერას პირადად ულოცავს თავის ბატონს.

ამავე თემაზე:

2003 წელს სააკაშვილმა ძალაუფლება ქვების სროლით მოიპოვა - ღარიბაშვილი ვარდების რევოლუციაზე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი