21-ე საუკუნის "ოცნების" ტერორი - ტარიელ ნაკაიძის გასაშავებლად მოგონილი ამბავი

გამოქვეყნდა:

ბოლშევიკური მეთოდები, რომელსაც სუს-ი დღესაც აქტიურად იყენებს. ადამიანების დისკრედიტაციას, მათთვის სახელების გატეხას კგბ-ს ბინძური მეთოდებით ცდილობს და მათ შორის არს ჭორების დაყრა / ტირაჟირებას არ ერიდება.  

სუს-დან გამოჟონილ დოკუმენტებში მოიპოვება ფაილი, რომელიც პირდაპირ ააშკარვებს რომ  ასეთი ჭორების სამიზნე რელიგიური უმცირესობების უფლებადამცველი იყო.

სუს-ის ჩანაწერებიდან ირკვევა როგორ ებრძვიან ადამიანებს ვინც მათ პოლიტიკურ ნებას ეწინააღმდეგება. მრავალათასიანი ფაილებში წერია რომ ტარიელ ნაკაიძის გასაშავებლად მოიგონეს ამბავი, რომელიც ჩრდილს მიაყენებდა მის რეპუტაციას არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში. ამბავი კი რომელიც შეთხზეს, გაავრცელეს მის სანაცნობოში რითაც კიდევ უფრო მძიმე დარტყმას მიაყენებდნენ მუსლიმი საზოგადოების ღირსებას.

უსაფრთხოების მოტივით 2019 წელს ცალკე დეპარტამენტი შეიქმნა სუსში, რომელსაც მუსლიმი მოქალაქეების ყველა გადაწყვეტილება უნდა გაეკონტროლებინა, მუსლიმთა კავშირში ჩანერგეს ოდეერებიც რომლებმაც გადაწყვიტეს რომ რელიგიური ლიდერების გადაწყვეტილებებში საკუთარი მიზნები უნდა განეხორციელებინათ, სწორედ ეს გახდა ტარიელ ნაკაიძისთვის წინააღმდეგობის ხმამაღლა გამოხატვის მიზეზიც, პროტესტს მისი პიროვნული დისკრედიტაცია მოყვა. 

ერთი რიგითი  მოქალაქის გაშავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით  საერთაშორისო ასპარეზზეც ცდილობდა. სწორედ სუსის მიერ მოგონილი ლეგენდის პირველი ადრესატი ამერიკის საელჩო იყო, გომელაურის უწყებაში ცდილობდნენ ოპონენტის იმიჯი გაეფუჭებინათ, რადგან ტარიელ ნაკაიძე იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვინც ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღებაში ეხმარებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი