"ქართულ ოცნებას" დღეს არანაირი სიმართლე არ აქვს - გედევან ფოფხაძე

გამოქვეყნდა:

როცა იცავ პოლიტიკურ ხელისუფლებას, რომელიც არის დამნაშავე, შენ ჩვეულებრივად ხდები ამ დანაშაულის თანამონაწილე, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. 

ფოფხაძე თვლის, რომ მოსახლეობისთვის თანხების დანაწევრებული დარიგება წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება და ეს არის "საკენკის დაყრა საარჩევნო უბნამდე". ის ასევე აცხადებს, რომ არანაირი სიმართლე დღეს "ქართულ ოცნებას" არ აქვს გარდა იმისა, რომ მან თავის ამომრჩეველს უღალატა.

ორასი ლარი ექვსი თვის მანძილზე ნიშნავს, რომ მე მიქმნიან ემოციურ განცდას, რომ თუ არ მივცემ ექვსი თვის თავზე ხმას ქართულ ოცნებას, მე შეიძლება შიმშილით მოვკვდე, - ამბობს გედევან ფოფხაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი