მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის? - ბოკერია პრემიერს

გამოქვეყნდა:

"დილიდან რაღაც კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ შეურაცხყოფის პარლამენტის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ, ვინ წაგახალისათ ეგ მაინტერესებს", - ამ სიტყვებით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერს მიმართა.

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ, ბოკერიამ პრემიერი ოპოზიციის მიმართ არსებული ტონის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

მაინც და მაინც, მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის? თქვენ პატივს სცემთ იმას, ვინც თქვენ გამცირებთ, ეს არის თქვენი კრედო? დრო გჭირდებათ მეტი? პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან? თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვებო ქვეყანაში, რომ მერე კრიზისი იყოს და ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი და პოლიტიკური პასუხი არ აგოთ მაგაზე. დიდგულზე იმ ადამიანებთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ ხომ? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდზე რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ, ეგრეა, ხომ თქვენი მსოფლმხედველობა? ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესრიგს ვინც ფეხებზე იკიდებს, კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო, იმასთან უნდა დაწვეთ ხომ და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდ გულზე იყოთ აქ ტრიბუნიდან, სანამ უმრავლესობაში ხართ, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დილიდან გიორგი გახარია ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი