დღეს მევახშეობა ერთ-ერთი მთავარი ბიზნესი გახდა - გიგი წერეთელი

გამოქვეყნდა:

მე ამასწინათ დავინტერესდი და შევხედე, უმეტესობა განცხადებების არის "გავასესხებ ფულს" და პროცენტები არის უზარმაზარი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი გახარიას უთხრა ისიც, რომ პრემიერმინისტრისგან საზოგადოება და ოპოზიციაც ელოდება იმას, რომ მან კონკრეტულად ისაუბროს იმ რიცხვებსა და პროგრამებზე, რომლებიც ადამიანების ყოფას გააუმჯობესებს. 

მევახშეობა, დღეს, ამ უკიდურესი გაჭირვების ფონზე, ერთ-ერთი მთავარი ბიზნესი გახდა, რაც კიდევ უფრო დიდ ფინანსურ ორმოში ჩააგდებს ჩვენს მოსახლეობას და ეს არის ის რეალობა, რომელიც  გვაქვს. ახლა აქ სიღარიბის ინდიკატორზეა საუბარი, თქვენ ხომ იცით და მრჩევლებიც გყავთ, რა კორელაციაა ეკონომიკის ვარდნასა და სიღარიბის ზრდას შორის.. თავდაჯერებულობა 
ცუდი არ არის და ბუნებრივია, მთავრობის მეთაურს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამას საფუძველიც უნდა სჭირდება,  - ამბობს წერეთელი.

დეპუტატები, ამ წუთებში, კითხვებს პრემიერ გიორგი გახარიას უსვამენ. შეგახსენებთ, რომ პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება. გახარია კითხვებზე საპასუხოდ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მიიწვიეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი