საძირკველთან მიახლოებული სამუშაოები არ ტარდებოდა, საერთოდ სარდაფთან არ იყვნენ - ბინის მეპატრონის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკავებულ 3 პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ადვოკატს უკვე გადაეცა საქმის მასალები.

ბინის მესაკუთრის, აზერბაიჯანის მოქალაქის, ზაურ ბუდაგოვის უფლებადამცველი უარყოფს ინფორმაციას, რომ სამუშაოები ბინის საძირკველთან ახლოს მიმდინარეობდა. 

"საქმის მასალები გადმოგვეცა. ცნობილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ტელევიზიით როცა ჟღერდება ინფორმაცია, თითქოს, ამ საცხოვრებელი სახლის საძირკველთან მიმდინარეობდა სამუშაოები, ანუ სარდაფში, ეს მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. მსგავსი სამუშაოები არ ხორციელდებოდა. არავითარ საძირკველთან მიახლოებული სამუშაოები არ ტარდებოდა, საერთოდ სარდაფთან არ იყვნენ. პირველ სართულზე ორი ბინის გაერთიანება ხდებოდა",- ამბობს დაკავებულის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორპუსის ნგრევის სავარაუდო მიზეზი პირველ სართულზე უნებართვოდ წარმოებული სარემონტო სამუშაოები გახდა. სწორედ ამის გამო, უწყებამ ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა

რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ დაკავებულ სამ პირს ბრალი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი