აქცია პოროშენკოს წინააღმდეგ - ხალხმა სახლის ეზოში შეჭრა სცადა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ აქციები გაიმართა. ასობით ადამიანი ყოფილი პირველი პირის სახლთან შეიკრიბა და ეზოში შეჭრა სცადა. მშვიდობიანი პროტესტი ხელჩართულ ჩხუბსა და დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ადგილზე ვიქტორ პოროშენკო და მისი მხარდამჭერები გამოჩნდნენ.

პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები პეტრო პოროშენკოსა და მის გარემოცვას კრემლთან კავშირში ადანაშაულებენ და მთავრობას მათი დასჯისკენ მოუწოდებენ.

შეგახსნებთ რომ რუსეთთან კავშირისა და სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით უკრაინის პროკურატურამ პეტრო პოროშენკოს უახლოესი მეგობარი და პარლამენტის დეპუტატი ვიქტორი მედვედჩუკი უკვე დააკავა. პროკურატურის ერთ-ერთი ეჭვმიტანილია თავად ყოფილი პრეზიდენეტიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი