
ოპოზიციას მთავარი გაბრაზება ოქტომბერში ელოდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ოპოზიციის წარმომადგენლებს ვხედავ, ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით, ბოლო ორი დღეა. ყველას გაქვთ საფუძველი იმისთვის, რომ მშვიდად არ იყოთ, მაგრამ მთავარი გაბრაზება ოქტომბერში გელოდებათ, - მიმართა ხუნდაძემ ოპოზიციას.
ხუნდაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს თავიანთი მმართველობა შეახსენა და განაცხადა, რომ დღეს, ბავშვთა მდგომარეობა ქვეყანაში გაცილებით უკეთესია ვიდრე ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე იქნებოდა.