მიხეილ სააკაშვილი - საოცნებო პოლიტპატიმარი

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებას" საოცნებო პატიმარი ჰყავს და ამას არც მალავს - ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სიამაყითაც კი ახდენს ამის დემონსტრირებას, რომ დიახაც, ისეთი მაგრები ვართ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში გვიზის; თუ მოგვინდება, ახალ ბრალდებებსაც წავუყენებთ; როგორც გვინდა, საკანშიც ისე მოვექცევით და ეს მაინც გაგვივა და ფეხებსაც ვერავინ ვერ მოგვჭამს. 

ისე ამაყობენ, თითქოს, ეჭვი მაინც ჰქონოდათ, რომ სააკაშვილი უკვე საქართველოში იყო, სანამ მან, ლამის, მთელი ქვეყანა არ მოიარა და ბოლოს თვითონ არ დადო ვიდეო-მიმართვები. ტრუსკავეცში ეძებდნენ ამ დროს. 

ღარიბაშვილმა თქვა, პატიმრობისთვის თუ მზად იყო სააკაშვილი, ღიად შემოსულიყო ქვეყანაშიო. მაგრამ არც მესამე პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ დიახაც, თუ ეს გამოვიდოდა, მას უნდოდა არჩევნების მომდევნო დღეს 8 წლის უნახავ ქართველ ხალხთან შეხვედრა თავისუფლების მოედანზე. 

მაგრამ, პარალელურად, ჯერ კიდევ კიევში წინასწარ ჩაწერილი ვიდეო-მიმართვებიდანაც კარგად ჩანს, რომ მას სრულიად გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მისი დაპატიმრების ალბათობა ძალიან დიდი იყო და ამ დაშვებით გამოემგზავრა საქართველოსკენ. 

ალბათ, ისიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ქვეყანაში სისტემა იმდენად ჩამოშლილი დახვდებოდა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქების ქუჩებში ივლიდა და ყველაზე სასურველ ძებნილს ხელისუფლება ვერც კი დააფიქსირებდა. 

ეს აღმოჩნდა მთავარი სიურპრიზი ყველასთვის, თვითონ მიშასთვისაც, დარწმუნებული ვარ. თორემ ციხე სულაც არ იყო გასაკვირი მოულოდნელობა... არავისთვის. და პირველ რიგში, თვითონ მიშასთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი