რუსეთი ზეიმობს | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

დასავლეთი წუხს, სამაგიეროდ, რუსეთი ზეიმობს - კავკასიის რეგიონში მისი მთავარი მეტოქე ციხეშია, ქართველები კი არჩევნებს მასობრივად აყალბებენ. 

საქართველო, როგორც სახელმწიფო, საბოლოო გაქრობის პირასაა - ამაზე უკეთესი, თითქოს, რა საჩუქარი შეიძლება მიართვა ჩვენს მთავარ მტერს? 

მაგრამ "ქართული ოცნება" აქაც კი ახერხებს საკუთარი რეკორდების მოხსნას - საგარეო საქმეთა მინისტრი გვიცხადებს, რომ ჩვენ თურმე რაღაც ფორმით უნდა მოვახერხოთ რუსეთთან ერთად დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში მონაწილეობა, რაც , თურმე, ძალიან ძნელი კი იქნება, მაგრამ მაინც საჭირო. 

ოკუპანტთან თანამშრომლობა შეუძლებელი კი არ არის "ქართული ოცნებისთვის", არამედ მხოლოდ ძალიან ძნელი, მაგრამ მაინც დასაშვები. 

რა გასაკვირია, რომ კრემლი ბედნიერია იმით, რაც დღეს საქართველოში ხდება?

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი