
რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი, პოლიციამ ეკა ხერხეულიძეს სტენსილი წაართვა. ეკა ხერხეულიძის თქმით, მას სურდა სტენსილზე დაეწერა "თავისუფლება მიშას", თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
ვწერდი სტენსილს შესასვლელში - თავისუფლება მიშას და ამან გამოიწვია პოლიციელების რეაქცია. არ აქვს მნიშვნელობა სტენსილს წაიღებენ თუ არა, ხელით დავწერ და მთელ ქვეყანაში იქნება მოფენილი ეს, რამდენიმე პოლიციელი ვერ აკრძალავს ამას, - თქვა ეკა ხერხეულიძემ.