"ყოველ წუთს შეიძლება, გადაყვანა დასჭირდეს" - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

შიმშილობის მეათე დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მესამე პრეზიდენტს უჭირს საუბარი და გადაადგილება, ის იღებს მხოლოდ წყალს და უარს ამბობს საკვებზე. სააკაშვილი პირადმა ექიმმა ციხეში მოინახულა.

მედიკოსმა თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება და შესაძლოა მესამე პრეზიდენტს მალე რეანიმაციული ღონისძიებები დასჭირდეს.

"შიმშილობა კატეგორიულად აკრძალულია ასეთი ავადმყოფებისთვის და შეიძლება ძალიან დიდი დაზიანებები გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოების. პროგნოზი ყველა შემთხვევაში არის ერთი, ლეტალური გამოსავალი, ანუ სიკვდილი. 

ვაპირებ შესვლას და შეხვედრას პირველ რიგში ციხის დირექტორთან, ან მთავარ ექიმთან, რომ ყველა ვარიანტი გავიაროთ რა დროს რა უნდა გაკეთდეს. შეიძლება მოხდეს ჰიპოგლიკემია, შაკრის მკვეთრი დავარდნა, თუ არ იქნება რეანიმაციული მოქმედებები, შეიძლება მივიღოთ კომა, ყოველ წუთს შეიძლება დასჭირდეს გადაყვანა", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ. 

მისივე განცხადებით ციხის საავადმყოფო სერიოზული რეანიმაციული მკურნალობისთვის სათანადოდ აღჭურვილი არაა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი