
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული ბინის მეპატრონის, ზაურ ბუდაგოვის ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ სახლის ნგრევის მიზეზი სარემონტო სამუშაოები გახდა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ინფორმაცია, რომ კორპუსის საძირკველთან სამუშაოები მიმდინარეობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
"რა თქმა უნდა, დაცვის მხარე არ ვეთანხმებით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ამ სახლის ნგრევის მიზეზი ბრალდებულის, ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები იყო. ეს არის სპეციალური ცოდნის მქონდე ექსპერტიზების დასადგენი გარემოება. გავრცელებული ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფში, საძირკველთან მიმდინარეობდა სამუშაოები, არ შეესაბამება სინამდვილეს", - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, ვერანაირი მოწმის ჩვენებით ვერ დადგინდება კედლები მზიდი იყო, თუ არა. ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ კედლების დემონტაჟი იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტის მიხედვით განხორცილდა.
ამავე თემაზე: