ოპოზიცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პატიმრობაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ "ქართული ოცნება" პოლიტიკური მოტივებით მოქმედებს და ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.
მათივე თქმით, სახიფათოა მესამე პრეზიდენტის შიმშილობაც, მითუმეტეს იმ თანმხლები დაავადების ფონზე, რომლის შესახებაც ექიმმა, ნიკოლზ ყიფშიძემ გუშინ ისაუბრა.
ენმ-ს წარმომადგენლები ყველას მოუწოდებენ 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.
"ქართული ოცნება" კი დუმს. ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.