ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის არის, რომ ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი და მადლობა ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს - ედუარდ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში რუსთავის ციხეში მიხიელ საკააშვილთან მისი შვილები შედიან. მედიასთან ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის პრიორიტეტი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთლობა და თვისუფლებაა.

"ჩვენ მე და ნიკუშას, მნიშვნელოვანია რომ მოგვეცა ამის საშუალება [ნახვის] რომ მოგვეცა ამის საშუალება, მეათე დღეს და ამას დიდი ხანი ველოდებოდით. ჩვენი პრიორიტეტი, როგორც ოჯახის, არის ვიხილოთ მიშა ჯანმრთელი, თავისუფალი და აქვე მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ამ მიზანს იზიარებს", - თქვა ედუარდ სააკაშვილმა.

 ციხეში ცოტა ხნის წინ მივიდა მიხიელ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი