ჩემი Facebook გვერდი გატეხეს და წვდომა აღარ მაქვს - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

დეპუტატი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ Facebook-ის გვერდი გაუტეხეს და მასზე წვდომა აღარ აქვს.

მისი თქმით, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ბათუმის ტრაგედიაზე თუ სხვა მიმდინარე მოვლენებზე განცხადება არ გაუვრცელებია.

ბაქრაძე ჟურნალისტებს სთხოვს, სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებული ნებისმიერი განცხადება ყალბად განიხილონ.

"გარკვეული პერიოდის წინ ჩემი გვერდი გატეხეს და შესაბამისად, გვერდთან წვდომა აღარ მაქვს. უფრო მეტიც - გვერდი საერთოდ აღარ იძებნება, რის გამოც არსებობს ეჭვი, რომ ის ან მთლიანად წაშლილია, ან ჩემი მონაცემები განადგურებულია და გვერდი ასე გაიყიდა ლაიქების დიდი რაოდენობის გამო. ცხადია, ამის შესახებ ვაცნობე ფეისბუკის ადმინისტრაციას და ვცდილობ, აღვიდგინო გვერდზე კონტროლი. მაგრამ, სანამ ამის შესახებ ოფიციალურად არ გაცნობებთ ამავე მეილით, გთხოვთ, ფეისბუკში გავრცელებული ჩემი ნებისმიერი შინაარსის განცხადება განიხილოთ, როგორც ყალბი, რომელთანაც მე არანაირი კავშირი არ მაქვს. ფეისბუკ გვერდზე კონტროლის აღდგენამდე განცხადებებს გავაკეთებ მხოლოდ საჯაროდ, ან ამ მეილის მეშვეობით", - ამბობს დავით ბაქრაძე. 

ის ბათუმის ტრაგედიის გამო, ყველას სამძიმარს უცხადებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი