"ეს არის რუსული გეგმა" - კობახიძის თავადასხმა "მთავარ არხზე"

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის მორიგი თავდასხმა "მთავარ არხზე" - პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის გაღიზიანება გადაცემამ "თქვენი ხმა" გამოიწვია, სადაც ერთ-ერთ რუბრიკაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იყო საუბარი.

კობახიძე ამტკიცებს, რომ "მთავარი არხის" ეთერში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობაზე იყო საუბარი.

გუშინ გავიდა ამ პოლიტიკური პარტიის კუთვნილი ტელევიზიის ეთერში გადაცემა, სადაც საუბარი იყო იმაზე თუ როგორ ყვავის ე.წ. სამხრეთ ოსეთში მედიის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, როგორი დამოუკიდებელია სასამართლო და რამდენად ეძლევა მოქალქეებს, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებს სრულფასოვანი ცხოვრების და თვითრეალიზების საშუალება. ეს არის დანაშაული და ეს არის რუსული გეგმა, რომელსაც 2012 წლამდე ახორციელებდით, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას.

მან საპარლამენტო ოპოზიცია ტრადიციულად რუსეთისთვის "ტერიოტრიების ჩაბარებაში" დაადანაშაულა. თქვა ისიც, რომ ასეთ პოლიტიკურ ძალასთან ერთად დარბაზში ჯდომა მიუღებელია და ეს სიტუაცია არჩევნების შემდეგ შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გადაცემაში "თქვენი ხმა" ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას, ახალგორელმა აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა უშუალოდ საკუთარ საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმს სასამართლო სამჯერ მოუგო, ეს ყველაფერი კი უცხოელი კოლეგების დახმარებით, ვინაიდან დაკავების დროს მან სოციალურ ქსელში ლაივის ჩართვა მოასწრო, რასაც მისივე თქმით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი