"ბიძინობა ყველასთვის არის ცნობილი" - ღარიბაშვილმა ბიძინობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და იმ რეაქციებს, რაც საზოგადოებაში მისი 1 ოქტომბრის განცხადებას მოჰყვა, "მდარე ხარისხის" განცხადებები უწოდა:  

1 ოქტომბერი ეს არის ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა ეს არის საყოველთაოდ ცნობილი დღე როდესაც ჩვენ ავღნიშნავთ ქართველი წმინდანის დღეს. სწორედ აქედან გამომდინარე ვახსენე აღნიშნული თარიღი, ამ კონტექსტში ვახსენე - ამბობს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების დრეს, ივანიშვილს ბიძინობა მიულოცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი