ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთი პლატფორმა გაჩნდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერები გროვდება. საიტ - freemisha.ge-ზე მომხმარებლებს და მსურველებს უკვე შეუძლიათ საკუთარი ნების გამოხატვა.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება manifest.ge-ზეც, სადაც უკვე არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, პოლიტიკოსმა, თუ სასულიერო პირმა დააფიქსირა მხარდაჭერა მესამე პრეზიდენტის მიმართ.