მიხეილ სააკაშვილს სალომე სამადაშვილი ხვდება - ციხესთან მივიდა მისი პირადი ექიმიც

გამოქვეყნდა:

ენმ-დან წამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს პირველად ხვდება დეპუტატი სალომე სამადაშვილი. ის  რუსთავის მე-12 ციხეშია. როგორც შესვლამდე სამადაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

"დღეს ,,ქართული ოცნება“ სააკაშვილის დევნით ხელს უშლის ჩვენს მომავალს ევროკავშირსა და ნატო-ში. სააკაშვილის პატიმრობა არ არის არც მისი კერძო საკითხი და არ ეხება არც მხოლოდ ენმ-ს. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა ჩვენი ქვეყანა" - ამბობს სამადაშვილი.

რაც შეეხება პრემიერის დღევანდელ განცხადებებს, სამადაშვილის შეფასებით, უზნეობაა ის ტონი, რომლითაც პატიმრის მისამართით ღარიბაშვილი საუბრობს. 

მესამე პრეზიდენტს ხვდება დეპუტატი ეკა ხერხეულიძეც.

მიხეილ სააკაშვილს დღესაც შეხვდება მისი პირადი ექიმი. ნიკოლოზ ყიფშიძე აღარ აპირებს დეტალურად ისაუბროს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: 

საავადმყოფოში გადაყვანაზე დღეს საუბარი ალბათ არ იქნება. მინდა გავიარო ახალი ანალიზები თუ გაკეთებული აქვს, რუტინულ კვლევებზეა საუბარი - ამბობს ყიფშიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი