პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება "ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა", თავად ნიკა მელია ეხმაურება. ამბობს, რომ "გაკვირვებას ვერ მალავს, რატომ იმაიმუნებს საკუთარ თავს ღარიბაშვილი".
იციან, რომ მათ ზრდის პერსპექტივა არ აქვთ. ბატონ კალაძეს ზრდის პერსპექტივა უბრალოდ არ აქვს, ის მაქსიმუმი რაც მათ გააკეთეს და მიიღეს გაყალბებით, შანტაჟით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც არ ყოფნით. ამიტომ ძალიან, ჩემი აზრით, უსუსურად გამოიყურება მათი მცდელობა, რომ რაიმე სახით შემოიტანონ დისონანსი ოპოზიციაში, ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიაშიც კი. კადრულობს იმას, რასაც კადრულობს, თითქოს ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არის კონფლიქტი. ეს ერთი, დააკვირდით რაზე აკეთებენ აქცენტს. ამას საღად მოაზროვნე არცერთი ადამიანი არ დაიჯერებს. მე ეს ვიცი და აქედან გამოვდივარ და უბრალოდ გაკვირვებას ვერ ვმალავ, რატომ იმაიმუნებს საკუთარ თავს ღარიბაშვილი, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვდარდობ. ბატონმა ღარიბაშვილმა უნდა მოითმინოს 30 ოქტომბრამდე და 30 ოქტომბერს თავად დარწმუნდება იმაში, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვეუბნებოდით რომ სიყალბე, ძალადობა, კორუფცია, ზიზღის ფრქვევა და შუღლის ჩამოგდება სხვადასხვა განსხვავებულ საზოგადოებრის ჯგუფებს შორის არ არის ის რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამ ქვეყანას სჭირდება ერთობა კონსენსუსი და კვალიფიციური და ბევრი პროფესიონალი ადამიანი, - ამბობს ნიკა მელია.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კი, მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის დამამცირებელი განცხადებებით თავს თავად იმცირებენ.
ადამიანი, როდესაც არის ციხეში, თანაც უკანონო პატიმრობაში, როდესაც ციხეში შიმშილობს, როდესაც მის ჯანრმთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამ დროს როდესაც კეთდება ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, დამამცირებელი, თითქოს აბუჩად ამგდები, შეურაცხმყოფელი, ნუთუ მათ ჰგონიათ, რომ ამით ამცირებენ მიხეილ სააკაშვილს, არ დაფიქრებულხართ ძვირფასო მეგობრებო ქართულ ოცნებაში, რომ თავად იმცირებთ თავს. ეს ასე არის და ეს მეტყველებს შემდეგზე, რომ მორალური ფსკერი ქართულ ოცნებაში არ არსებობს. მიხარია, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი, როგორც ერთი, საუბრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. არ არსებობს პრაქტიკულად არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ამას არ აღიარებს, რომელიც ამას საჯაროდ არ ამბობს, - ამბობს მელია.
იხილეთ ასევე: