მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ქართული ეკლესიის გარდა სხვადსხვა კონფესიების წარმომადგენლებიც უერდებიან. ფიქრობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გისოსებს მიღმა არ უნდა იყოს, პეტიციას ხელს აწერენ სხვადასხვა პროფესიების ადამიანებიც.
პეტიციას უერთდება საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი, ვაგიფ აქპეროვი. ამბობს, რომ ჟირინოვსკის დასაცინი გავხდით, რადგან წულუკიანი და ივანიშილი სწორედ ჟირინოვსკისა და პუტინის კარნახით ხელმძღვანელობენ.
ეს ხელისუფლება თუ ასეთი დემოკრატია პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს. მიხეილ სააკაშვილი არის მსოფლიოში აღიარებული პირველი რეფორმატორი - ამბობს ვაგიფ აქპეროვი.
პეტიციას ეხმაურება კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში, ახუნდი ალი ალიევი, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. მესამე პრეზიდენტს ის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მისი უდანაშულობის დასადგენად როგოროც
საქართველოში, ასევე ევროპაში ბევრი კანონიერი გზა არსებობს.
საქართველოში მცხოვრები უამრავი აზერბაიჯანელი მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერს, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ გაკეთბული საქმეების გამო. მიხელი სააკაშვილი, როგორც საქართველოში ასევე საერთშორისო არენაზეცნობილია როგორც პოლიტიკური მოღვაწე და პოლიტიკური ლიდერი. მხარს ვუჭერთ მის გათავისუფლებას, - ამბობს ახუნდი ალი ალიევი
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია, რომელსაცს ხელს უკვე არაერთი მოქალაქე აწერს.
ასევე იხილეთ: