ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის მთავარი პიარ მრჩევლის მოშე გლუკჰაფტის სტრატეგიას არ ღალატობს და თავს კიდევ ერთხელ აყენებს კომიკურ მდგომარეობაში... საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილისთვის საპასუხო სათქმელი სულ 3 წინადადებაში ჩაატია. მიხეილ სააკაშვილის გზავნილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ გამოიტანა.
მთავრობის მეთაური დღეს ოცნებისეულ სტილში შეეცადა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიასა და მათ ლიდერებს შორის დაპირისპირებაა. ოცნების მეთაურის მორიგ ჭორაობაზე განმარტება ამომრჩევლებისთვის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და თბილისი მერობის კანდიდატმა გააკეთა.
ნიკა მელია ამბობს რომ ირაკლი ღარიბაშვილი ტროლ-ბოტების სტილში საკუთარ მხარდამჭერებს ელაპარაკება, რადგან მეორე ტურში ოცნებას მათივე კვლევებით ძალიან უჭირს. ოცნების მეთაური და მმართველი პარტიის სხვა წევრები დღეს ისევ იმუქრებოდნენ რომ მესამე პრეზიდენტს სასჯელის მოხდა სრულად მოუწევს.
პრემიერმინისტრს ოპოზიციამ მიმართა და ურჩია საზოგადოების აბუჩად აგდების ნაცვლად, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მიიღოს.
თავისუფლება მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს - მთავარი ოპოზიციური პარტიის ამ აქციას 14 ოქტომბერს 6 საათზე ყველა ოპოზიციური პარტია უერთდება.
ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პარტნიორ პარტიებთან კონსულტაციები დაასრულა. თბილისის მთავრობის კოალიციურ ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტს ნიკა მელია საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენს.