სანქციების აქტი ივანიშვილის მხრიდან ეკონომიკაში ჩარევის შედეგია - სერგი კაპანაძე

გამოქვეყნდა:

ეს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეკონომიკასა და ინვესტორების მუშაობაში ჩარევის შედეგია, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე. კონგრესმენი ფლეტჩერის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციათა პაკეტის მხარდაჭერას.  

ის რომ კონგრესმენების რაოდენობა მატულობს, რომლებიც შეწუხებულები არიან იმით რომ საქართველოში ავიწროებენ ბიზნესს, რომ საქართველოში არ არის თავისუფალი სასამართლო, რომ საქართველოში ცუდად ექცევიან უცხოელ ინვესტორებს, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი. გასაგებია, რომ ეს არის პირდაპირ ივანიშვილის კატასტროფული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, - ამბობს სერგი კაპანაძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი თვლიან, რომ ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს რა ურჩევნია, დათმოს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით თუ მიიღოს სანქციები აშშ-სგან.

ახლა ივანიშვილს ძალიან მკაფიო არჩევანი აქვს - ან დაასრულოს ისე, როგორც ასრულებენ სხვა ოლიგარქები, იყო ეს მოლდოვაში თუ უკრაინაში, ან მოახდინოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არჩევნებზე. აი ეს ორი არჩევანი უდგას ივანიშვილს და თუ სანქციების გზას აირჩევს, ხელისუფლების გადაბარება მაინც მოუწევს უბრალოდ უფრო მაღალი ფასით, მისთვის პერსონალურად, - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

მმართველ გუნდში კი ამ სერიოზულად ამ საკითხს არ აღიქვამენ. 

ფრონტერაზე არსებობს ორპარტიული დამოკიდებულება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომან გოცირიძე ეთნხმება იმ მოსაზრებას, რომ ფრონტერა არის თაღლითური ორგანიზაცია, რომლის მიზანი არის მთავრობისთვის ფულის გამოძალვა, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციათა პაკეტს ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. 

რესპუბლიკელების შემდეგ, კანონპროექტს უკვე დემოკრატი, ტეხასელი კონგრესმენი ლიზი ფლეტჩერი შეუერთდა. ფლეტჩერი რიგით მეათე კონგრესმენია, რომელიც მაკვეი მალინის მიერ, 2019 წელს შემუშავებულ ინიციატივას, "საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი" შეუერთდა.

კანონპროექტი ოლიგარქი ივანიშვილისა და მისი გუნდის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების წინააღმდეგ ფინანსური და სამოგზაურო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი