ბრიტანელი ტურისტის განზრახ მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ 4 პირს ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

გორში ბრიტანელი ტურისტის განზრახ მკვლელობისა და ძარცვის საქმეზე დაკავებულ 4 პირს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ასევე ბრალი წარედგინა ვ.ო-ს, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

შემთხვევა 7 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების თანახმად 4 პირი უცხოელ ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს. მოკლული ბრიტანეთის მოქალაქე, 28 წლის თომას კენედია.

მომხდარზე შსს-მ 5 პირი გუშინ, 10 ოქტომბერს დააკავა.

ამავე თემაზე:

მკვლელობა გორში - უცხო ქვეყნის მოქალაქეს სცემეს და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი