გორში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 28 წლის კაცი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს, ბრიტანეთის მოქალაქე, თომას კენედია. 

მან საქართველოს საზღვარი 30 აგვისტოს გადმოკვეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი მუსიკალური კოლეჯის სტუდენტი იყო.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანია. 

ირკვევა, რომ 7 ოქტომბერს, მსხვერპლი ბრალდებულებთან ერთად ქეიფობდა რა დროსაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მოგვიანებით კონფლიქტში მონაწილე პირები მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მყოფი დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. 

ადვოკატების თქმით, ბრალდებულები ამ დროისთვის დუმილის უფლებით სარგებლობენ. მათ ბრალდებას სავარაუდოდ, დღეს წარუდგნენ.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

მკვლელობა გორში - უცხო ქვეყნის მოქალაქეს სცემეს და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი