ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არ გახლავთ, ეს ევროპულ ქვეყნებში არ ხდება - კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

"რა თქმა უნდა, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა კარგი არ გახლავთ. ეს არ ხდება ევროპულ ქვეყნებში და თუ არსებობს რაიმე ბრალდებები დანაშაულზე, უნდა იყოს გამოძიებული ევროპული ტიპის სამართლებრივი სისტემის მიერ.

სამწუხაროდ, პრემიერმინისტრის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იქნება წამოყენებული იმდენი ბრალდება, რამდენიც საჭიროა, რომ ციხეში იყოს, ეს ცხადყოფს, რომ საქართველოში ძნელია გქონდეს მოლოდინი ევროპული ტიპის სამართალზე და პოლიტიკური მოტივებით ხდება გადაწყვეტილების მიღება....

მე არ ვიცნობ ბრალდებებს, რომელიც მის წინაშე იყო წაყენებული ადრე, მაგრამ ყველა ბრალდება ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში გამოძიებული უნდა იყოს არაპოლიტიზირებულ სამართლებრივი სისტემის მიერ. როდესაც სამართლებრივი სისტემა პოლიტიზირებულია და პრემიერი აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ახალ ბრალდებებს წავუყენებთო, ეს ნიშნავს, რომ არსებობს პოლიტიზებული სამართალი და არა სისხლის სამართალი. პოლიტიკური სამართალი გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ".

- ​თქვა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი