სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 30.8% - NCDC

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 ოქტომბრისთვის ქვეყნის მასშტაბით ჯამში 1 882 118 აცრაა ჩატარებული.

NCDC-ს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 6 817 ადამიანი აიცრა.

ამ ეტაპზე სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი (30.8%).

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი, 1 623 კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,01%-ია, ბოლო 14 დღის - 6.58%-ია, 7 დღის - 7.98%.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი