"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დატოვებს.
სიძულვილის ენაზე აგებული კამპანია, წაგებული დიდი ქალაქები, მეორე ტური თბილისში და მიხეილ სააკაშილი საქართველოში - "ქართული ოცნების" მძიმე რეალობას, ოლიგარქი და მისი პარტია სავარაუდოდ, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს გადააბრალებს.
"მთავარი არხის" წყაროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების შესახებ პარტიაში ჯერ ცოტა ადამიანმა იცის.
მმართველი გუნდის დეპუტატები დღეს "მთავარის" შეკითხვებს არ პასუხობდნენ.