
უმრავლესობის ლიდერი თვლის, რომ გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ჩაჯდომა ოპოზიციამ პიარისთვის გამოიყენა. მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიცია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ღალატში დაადანაშუალა და 2008 წლის შვიდი აგვისტოს შეთანხმება შეახსენა. მისი თქმით, ოპოზიციას გავრილოვის თემა საკუთარი ღალატის გადასაფარად სჭირდება.
ლაპარაკობთ, რომ გავრილოვი ჩაჯდა რაღაც სკამშიო, რაღაცა ხო არსებობს, სამშობლო სიტყვას რომ გამოიყენებთ ხოლმე, საკრალური გახადეთ ეს, პიარული ნაწილი იყო და ამ პიარში რაღაცა წარმატება მოიპოვეთ მაშინ... მართლა შეცდომა იყო და მართლა არ ვისურვებდი, რომ გადაახვიო ახლა უკან, არ ჩავასმევინებდი ცოცხალი თავით გავრილოვს არავის ამ სკამში, მაგრამ ეს საკარლურობა გამოიყენეთ ამის გადასაფარად, - მიმართა მდინარაძემ ოპოზიციას.
უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციას პიარი დაუწუნა. მდინარაძემ ტრიბუნაზე ფოტო გაშალა, სადაც ბათუმი 2012 და 2020 წლებშია გადაღებული, მისი თქმით, ფოტო საქართველოს მთავრობამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, ოპოზიციამ კი პარტაქტივს მისი "დაჰაჰავება" დაავალა.
ფეისბუქში მისცეს პარტიულ აქტივს დავალება, რომ ამაზე ე.წ. დაჰაჰავება, დაეცინათ ამ პოსტისათვის და ეს მართლა დადო კითხულობდნენ ვიღაცები, მართლა დადეს, რატომ არ უნდა დაედოთ, - განაცხადა მდინარაძემ.
გარდა ამისა, მან ოპონენტებსა და მათ მხარდამჭერებს განათლება დაუწუნა და საკუთარი ფეისბუქ პოსტების გადახედვისკენ მოუწოდა. მდინარაძემ რამდენჯემრე ახესნა სიტყვა "დაახლოვებით".
დაახლოვებითო, თქვენი პარტიის ლიდერები რომ წერენ, დაახლოვებითო, სხვის გაუნათლებლობაზე ნუ ლაპარაკობთ და "ქართული ოცნების" პარტიულ აქტივს თავი დაანებეთ. ასეთ შეურაცხყოფას არავინ აიტანს და პოლიტიკურ პასუხს გაგცემენ, - მიმართა მდინარაძემ ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან.
მამუკა მდინარაძემ საკუთარი გამოსვლის ბოლოს სიტყვა გოიმობის მნიშვნელობაც ახსნა და თქვა, რომ ნამდვილი გოიმობა სხვისი დაცინვაა.