14 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას ზუგდიდიდან მოქალაქეები ავტოკოლონით შეურთდებიან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდელები "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულ ოფისთან, მეუნარგიას 25-ში დილიდან შეიკრიბებიან, შემდეგ კი დედაქალაქისკენაც დაიძრებიან. მოქალაქეების ტრანსპორტირებას "ნაციონალური მოძრაობა" უზრუნველყოფს.
"14 ოქტომბერს, დილის 9:00 საათზე ზუგდიდში, მეუნარგიას 25-ში თქვენ ყველას გექნებათ შესაძლებლობა მოხვიდეთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ტრანსპორტირებას და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეუერთდეთ თბილისში მრავალათასიან აქციას", - თქვა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, აქცია თბილისში 18:00 საათზეა დაანონსებული.