"ლელო" გაერთიანებულ ოპოზიციას არ შეუერთდება - პარტია საკუთარ მაჟორიტარებს აყენებს

გამოქვეყნდა:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ლელოს" საკუთარი მაჟორიტარული კანდიდატი ყველა ოლქში ეყოლება. ვინ იქნებიან კანდიდატები, პარტიის ლიდერი დეტალებზე არ საუბრობს. თუმცა ამბობს, რომ კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტიამ ლიდერშიფიდან რამდენიმე კანდიდატი უკვე შეარჩია, თუმცა, მათ ვინაობაზე ჯერ არ საუბრობენ. 

გვეყოლება 30 მაჟორიტარი 30 საარჩევნო ოლქში. ჩვენ დღეს აქტიურად ვემზადებით ამისათვის, გვყავს საკმარისზე მეტი კანდიდატი, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის, - ამბობს მოძრაობის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

მოძრაობის პოლიტკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე კი ამბობს რომ მაჟრიტარული კანდიდატების კოორდინაცია მიმდინარეობს, თუმცა ისინი პირვანდელი პირობის ერთგულად დარჩენას აპირებენ, რაც ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას გულისხმობს.

ჩვენ ვაპირებთ, ყველა მაჟორიტარულ ოლქში ვიბრძოლოთ გამარჯვების მოსაპოვებლად. ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ სახლში და ქართველ ხალხს დავუბრუნოთ გამარჯვებისა და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი, - ამბობს საბა ბუაძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი