"დარწმუნებული ვარ, მის პატიმრობას უამრავი ადამიანი გააპროტესტებს" - დავით კირკიტაძე ციხეში მიხეილ სააკაშვილს ხვდება

გამოქვეყნდა:

რუსთავში ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხვდება. 

საპატიმროში შესვლამდე დავით კირკიტაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დარწმუნებულია, მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობას ბევრი გააპროტესტებს.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელი ფაქტის მომსწრენიც ჩვენ ვართ დღეს და ამ არანორმალურ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური ბრალით იმყოფება ციხეში, უამრავი ადამიანი მოვა და გააპროტესტებს. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-12 დღეა, რუსთავის პენტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი