შემდგომი პარლამენტი უფრო ხარისხიანი და კომპეტენტური იქნება - გიორგი გახარია

გამოქვეყნდა:

ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესი არჩევნები, - განაცხადა პრემიერმინისტრმა პარლამენტში, შემაჯამებელი გამოსვლის დროს. გიორგი გახარია ამბობს, რომ მომავალი ექვსი თვე ქვეყნისთვის მძიმე იქნება როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოესი ექვსი თვე, რომელიც მართლაც უკიდურესად რთული იქნება ეპიდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ჩავატაროთ შესანიშნავი, იდეალური, საუკეთესო არჩევნები, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ დღეს ოპოზიცია მიკერძოებულ და შინაარსს მოკლებულ გამოსვლებში, ასევე არაობიექტურობაში დაადანაშაულა. გახარიას თქმით, ოპონენტები ამ ყველაფერს ევროპულ შინაარსობრივ ოპონირებას ეძახიან. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს დღეს ხარისხიც დაუწუნა.

სამწუხაროდ, ეს ის პირობებია, რომელშიც ჩვენ მოგვიწევს უახლოესი ექვსი თვე მუშაობა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქის სიბრძნეში, დარწმუნებული ვარ მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, მათი გადაწყვეტილებით, შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და ბევრად უფრო კომპეტენტური, - განაცხადა გიორგი გახარიამ შემაჯამებელ გამოსვლაში.

გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დღეს ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული. მან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" კითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად კორონაკრიზის ფონზე შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას შეეხებოდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი