
ბათუმის მერია ქალაქში უკანონო მშენებლობებზე თვალს ხუჭავს და დარღვევებზე სათანადოდ არ რეაგირებს - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აუდიტის მიერ შესწავლილი 110 ობიექტიდან 18 შემთხვევაში დარღვევა გამოვლინდა, რომლებზეც მერიას არაფერი მოუმოქმედებია.
"აუდიტის დაწყებამდე მერიას მშენებლებზე სანქციები არ დაუკისრებია და არ გაუტარებია ღონისძიებები პირების მიმართ, ვისაც უკანონო მშენებლობის შეჩერება ევალებოდა. 2005 წელს ამოქმედდა კანონი "სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ", რომელიც ბათუმს გენგეგმის მიღებას ავალდებულებდა.
ამის მიუხედავად, ბათუმის განაშენიანება წლებია, გენერალური გეგმის გარეშე ხდება და მერიამ შესაბამისი ტენდერი მხოლოდ 2021 წელს გამოაცხადა. 2019-21 წლებში ბათუმის მერიის 44 თანამშრომლის ხელფასებზე 3,179,700 ლარი დაიხარჯა, თუმცა მერია დაკისრებულ ვალდებულებებს ვერ ან არ ასრულებს",- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის ტრაგედიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. გარდაცვლილებს შორის 3 ბავშვია. დაშავდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.
ამავე თემაზე: