ხალხმა დაინახა საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელსაც ამცირებს "ნაცმოძრაობა" - ვოლსკი ოპოზიციურ პარტიებზე

გამოქვეყნდა:

"ხალხმა დაინახა საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც "ნაცმოძრაობა" ამცირებს - ახლა ცდილობენ დაკლებული რეიტინგი წამოწიონ", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ისაუბრა და ოპოზიციის ნაწილის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ისინი 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან.

“გარკვეული პარტიები არსებობენ, რომლებიც მიხვდნენ, რომ მათმა პოლიტიკურმა წონამ სერიოზული დევალვაცია განიცადა იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობაზე" არიან დამოკიდებულები. ხალხმა დაინახა, იმის ნაცვლად, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები მესამე ძალას ქმნიდნენ საქართველოში, რის იმედიც ზოგიერთ ამომრჩეველს ჰქონდა, დაინახეს საცივში თავჩაყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომელსაც ამცირებს "ნაცმოძრაობა" ზეპირადაც და საქმიანობითაც, აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ თავის დაკლებული რეიტინგი კვლავ წამოწიონ პოლიტიკურ ველზე", - ამბობს ვოლსკი.

ცნობისთვის, აქცია თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზეა დაანონსებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი