"მდგომარეობა მძიმეა... მორალურად არის ძალიან მხნედ" | დავით კირკიტაძემ ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ენმ-ის წევრმა, რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა დავით კირკიტაძემ მოინახულა. ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ის მორალურად ძალიან მხნედაა. 

მიუხედავად იმისა, რომ ის იმყოფება გისოსებს მიღმა და შეზღუდული აქვს თავისუფლება, ის არის ბედნიერი იმით რომ თავის ქვეყანაშია, თავის სამშობლოშია... მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მორალურად არის ძალიან მხნედ, - ამბობს კირკიტაძე. 

ის მოუწოდებს მოსახლეობას, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე გამოვიდნენ არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, არამედ ქვეყნის თავისუფლებისთვის. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მეთორმეტე დღეა, შიმშილობს. "ოცნების" ხელისუფლებამ ის მას შემდეგ დააკავა, რაც 1 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომ ის საქართველოში იმყოფება. 

ასევე იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი