ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის მეოთხე ბრაიტონი იბრძოლებს - ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
წარდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა.
მეოთხე ბრაიტონი ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. სურათმა საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიებში გაიმარჯვა.
ცნობისთვის, ქართული კინოს ისტორიაში ერთადერთი ფილმი, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მიიღო, ზაზა ხალვაშის "მანდარინები'' გახდა.