"საყმაწვილო შამათი მესამეთანრიგოსან ოპოზიციას" - კობახიძის მეტაფორები გახარიას გამოსვლაზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლით კმაყოფილია და ამბობს, რომ პრემიერის დღევანდელი გამოსვლა "საყმაწვილო შამათი" იყო.

მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს. ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი. დღეს იყო კიდევ უფრო მეტი, ეს იყო ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერმინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას,- განაცხადა კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

გარდა ამისა, მან ოპოზიციასაც მიმართა და "ტკბილი პოლიტიკური პენსია" უსურვა. კობახიძე, ოპონენტებს საპენსიო ფონდში თანხების შეტანისკენ მოუწოდა, გაიხსენა "ცხრა წელი" და დააანონსა, რომ "ოცნება" წელს, 2012 წლის შემდეგ, რიგით მეშვიდე არჩევნებსაც მოიგებს.

უკვე ექვსი არჩევნები მოგიგეთ ამ წლიდან მოყოლებული და წელს მოგიგებთ ძალიან მწარედ ასევე მეშვიდე არჩევნებს. რომ შევაჯამოთ, ნამდვილად გაიმწარეთ ახალგაზრდობა და რატომ გირჩევთ ახლა საპენსიო ფონდის გაფრთხილებას - შეიტანეთ შენატანი საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი. ჩემო „ევრო-ნაცებო“, ჩემო 3%-იანებო, გისურვებთ ტკბილ პოლიტიკურ პენსიას 2020 წლის ოქტომბრიდან - ამბობს კობახიძე.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი