
"თავისუფლება მიშას!" - ამ შინაარსის წარწერები თელავის ქუჩებშიც გამოჩნდა.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, წარწერა გზებზე, გაჩერებებთან და სხვადასხვა ობიექტებთან გამოჩნდა. მოქალაქეები ამ ფორმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდნენ.
მსგავსი შინაარსის წარწერები გააკეთეს სხვა დიდ ქალაქებშიც, ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, გორსა და ზესტაფონში. გარდა ამისა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ათასობით მოქალაქე აწერს ხელს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-13 დღეა შიმშილობს.
ავტორი: ია გულიაშვილი