ყოფილი სპიკერი ოპოზიციასთან ხელისუფლების უპირატესობის გამოხატვას საჭადრაკო ტერმინებით ცდილობდა, თუმცა ირაკლი კობახიძის რეპლიკაზე გიგა ბოკერიას დღეს პასუხი აღარ გაუცია.
ამ კვირაში პრემიერის მეორედ მისვლა პარლამენტში გაცილებით უფრო დაძაბული და ხმაურიანი განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია მთავრობას არაადეკვატური ანტიკიზისული გეგმისა და ქვეყნაში უკიდურესი სიღარიბის გამო აკრიტიკებდა.
პრემიერი პარლამენტში დღეს ინტერპელაციის ფორმატში მივიდა, რაც მხოლოდ გასანზღვრულ თემაზე შეკითხვებს გულისხმობდა.
პირველი ინტერპელაციის ავტორი "ნაციონალური მოძრაობა" იყო. რატომ არის ქვეყნაში წახალისებული კორუფცია, რატომ სარგებლობენ ცალეკული პირები და მათ შორის ოთარ ფარცხალაძე პრივილეგიებით, რატომ ვერ მოახერხა სახელმწიფომ ბავშვთა უკიდურესი გაჭირვების მოგვარება.
ოპოზიციის კრიტიკა მმართველი გუნდისა და პრემიერისთვის დემაგოგიაა. გიორგი გახარია დღეს ოპონენტებს ტყუილების ტირაჟირებაში ადანაშაულებდა.
"ხელისუფლება მოსახლეობას ისე ექცევა, როგორც ცუდი ძიძა"- დღის მეორე ნახევარში ინტერპელაციისთვის ტრიბუნა "ევროპულ საქართველოს" დაეთმო. ოპოზიცია ხელისუფლებას არასწორი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი არც გადასახდების დაწევას აპირებს და მოსახლეობას საპენსიო რეფორმას არასწორად ახვევს თავს.
დღევანდელი მწვავე დებატების შემდეგ, გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლა ისევ მოუწევს. პრემიერმა კანონმდებლებს წლის ანგარიში ივნისში უნდა ჩააბაროს.