
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე დასავლეთის მწვავე შეფასებების მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარე ისევ იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის გადმოკვეთით კანონი დაარღვია.
კახა კუჭავას ჩაწერა "მთავარმა არხმა" გვიან ღამით, ერთ-ერთ რესტორანთან მოახერხა.
"აქ რატომ მოხვედით, ინტერვიუ აიღოთ ჩემგან დასავლელ პარტნიორებზე თუ თქვენი ჭკუით გამომიჭირეთ. ადამიანი როდესაც გადმოკვეთს საზღვარს უკანონოდს ეს კანონის დარღვევაა, პირდაპირი მითითებაა მასზე, რომ ის კანონიერად ზის ციხეში, კითხეთ კუბილიუსს მათ შორის ადამიანი როდესაც მისი ქვეყნის საზღვარს გადაკვეთს უკანონოდ, რამდენად შეიძლება თუ არა ჩაითვალოს კრიმინალად.
სრული აბსურდია მიხეილ სააკაშვილს ვინმემ უწოდოს პოლიტიკური პატიმარი", - თქვა კახა კუჭავამ.
მან უარყო "მთავარი არხისთვის" წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ მეორე ტურის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს ისევ გადააყენებენ და თქვა, რომ გუნდი ერთიანია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-13 დღეა შიმშილობს.