
მარჯანიშვილის მოედანზე, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა ბაჩილავას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ანგარიშსწორების მსვერპლი, სავარაუდოდ, განსხვავებული პილიტიკური სეხედულებების გამო გახდა.
ანგარიშსწორებას წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღვოდა.
"სახლში შესასვლელად კოდს ვკრეფდი, ორი თუ სამი ადამიანი იყო, ზუსტად არ მახსოვს, შენი მიშას დედაო, შემომატრიალეს და სახეში ჩამარტყა დუბინკასავით რაღაც. ორმა დამარტყდა და წავიდნენ. პირბადე ეკეთათ, კეპი ეფარათ, ერთს ჰუდი", - თქვა ნიკოლოზ ბაჩილავამ.
დაზარალებულის თქმით, სამართალდამცველებს ის არ გამოუკითხავთ.