პოლიტიკოს გედევან ფოფხაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ყველა მორალური უფლება ამოწურა ოპონენტები დაიჭიროს და "ნაციონალურ მოძრაობასთან" პრეტენზიები ჰქონდეს. მისი აზრით, თუ მესამე პრეზიდენტი ციხეში დარჩება მისი ბედის გაზიარება კიდევ ბევრს მოუწევს.
"ნამდვილად მგონია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამოწურა ყველა მორალური უფლება თავისი ოპონენტი დაიჭიროს და მოათავსოს საპყრობილეში. ამოწურა ყველა მორალური უფლება ჰქონდეს პრეტენზიები "ნაციონალურ მოძრაობასთან" და იმ სისხლიან 9 წელთან, იმიტომ, რომ მათი ცხრა წელი ამ ქვეყნის სრული კატასტროფაა, სრული სტაგნაცია ქვეყნის განვითარებაში. ძალიან კარგად მესმის, რომ თუ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ძალიან ბევრს მოგვიწევს მისი ბედის გაზიარება იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ გაჩერდება", - თქვა გედევან ფოფხაძემ.
მისი თქმით, ისინი ვინც პროტესტს საჯაროდ გამოხატავენ ამ ხელისუფლების პირობებში აუცილებლად ციხეში მოხვდებიან.