სანქციები ივანიშვილს - აქტს კიდევ ერთი კონგრესმენი უერთდება

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის გავლენიანი წევრების მიმართ სანქციების შესაძლო დაწესებას აშშ-ს კონგრესში ახალი მომხრეები ჰყავს. სანქციების პაკეტმა უკვე ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო.

რესპუბლიკელების შემდეგ, კანონპროექტს უკვე დემოკრატი ტეხასელი კონგრესმენი, ლიზი ფლეტჩერი შეუერთდა. ფლეტჩერი რიგით მეათე კონგრესმენია, რომელიც მარკვეინ მალინის მიერ, 2019 წელს შემუშავებულ ინიციატივას, "საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი" შეუერთდა.

კანონპროექტი ოლიგარქი ივანიშვილისა და მისი გუნდის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების წინააღმდეგ ფინანსური და სამოგზაურო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. 

ქართული ოცნება კანონპროექტს ისევ არასერიოზულად აღიქვამს. პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე დღესაც ამტკიცებს, რომ კანონოროექტს კონკრეტული ლობისტების ჯგუფი ჰყავს. ირაკლი კობახიძე მხოლოდ კომპანია "ფრონტერას" თემით აპელირებს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ლიზი ფლეტჩერი გავლენიანი კონგრესმენია და მისი ხელმოწერა მნიშვნელოვანია. მათი ვარაუდით, სანქციების კანონპროექტზე ხელმომწერების რაოდენობა მომავალში კიდევ გაიზრდება.

ივანიშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი კონგრესში პირველად 2019 წლეს იქნა ინიცირებული, თუმცა აქტიური საუბარი 2020 წლის დასაწყისიდან დაიწყო და კანონპროექტს დღეისათვის უკვე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი