
მივმართვ ოპოზიციას, მათ შორის თქვენი ტელევიზიის მეპატრონეს, თუ გარე რეკლამას არ ეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა უნდა აიკრძალოს, ესე იგი, სისხლიანი ბანერები თქვენთვის მისაღებია - ასეთი ინტერპრეტაციით ეხმაურება "ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი კომპანია "ალმას" ინიციატივას, რომელიც პარლამენტს წარუდგინა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა კიდეც.
დავითულიანი ამ ინიციატივაში ცენზურის დაკანონების მცდელობას ვერ ხედავს
"სიძულვილის ენას ამ ქვეყანაში ქართული ოცნება არ ქადაგებას. ქადაგებს ოპოზიცია, ინიციატორი ის არის და ქართული ოცნება ამას ხანდახან პასუხობს ხოლმე
მივმართვ ოპოზიციას, მათ შორის თქვენი ტელევიზიის მეპატრონეს, თუ გარე რეკლამას არ ეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა უნდა აიკრძალოს, ესე იგი, სისხლიანი ბანერები თქვენთვის მისაღებია. მაგალითად თქვენი სატელევიზიო მაგალითი მთავრი არხის სარედაქციო პოლიტიკისთვის. სიძულვილის ენა იქიდან მოდის, თუ ამბობთ რომ რამენაირად იზღუდება ბანერებზე სიძულვილის ენა მაშინ გადავიდეთ შემდეგი ტიპის მსჯელობაზე, რომ შეიზღუდოს სიძულვილის ენა სხვა გარემოებებშიც" - ამბობს დავითულიანი
გარდა ამისა, დავითულიანი უარყოფს, რომ წინასაარჩევნოდ გამოკრული სიძულვილის ბანერები მისი პარტიის იყო:
"სისხლიანი ბანერები ქართული ოცნების არ იყო. ის იყო ვიღაც კაცის, არ მახსოვს გვარი და სისხლიანი ბანერები ქართული ოცნების რომც ყოფილიყო ის იქნებოდა საპასუხო რეაქცია ოპოზიციის მიმართ." - ამბობს დავითულიანი.
ქართული ოცნების ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე კი ადასტურებს, რომ მისი ყოფილი პარტია თანამშრომლობდა პიარ ჯგუფთან, რომელიც მსგავსი სახის კამპანიას გეგმავდა:
"მე იქ ვიყავი და მახსოვს როგორ მოხდა, საუბარი იმაზე რომ ვიღაც კერძო პირებმა მოიფიქრეს და გამოაკრეს ეს არის ძალიან უხერხული. ამ გადაწყვეტილებით ისინი რეალურად ვერ გადაფარავენ იმ საჯარო ზიანს რაც უკვე მიყენებულია და ეს გადაწყვეტილება ვერ გახდება გარანტი, რომ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება სიძულვილის ენა და ოპოზიცია გამოხატვის თავისუფლების გამო არ იქნება დასჯილი, სიძულვილის ენის დაბრალებით გამოხატვის თავისუფლებისათვის.- აცხადებს გედევან ფოფხაძე
ასევე იხილეთ :